воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4    მოდულის ფარგლებში განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება:განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
     შევავსე პროექტის მიმდინარეობის დროს გამოყენებული შეფასების რუბრიკები და ავტვირთე ტრენერის დახმარებით პროექტის პრეზენტაციის სლაიდზე.გადავხედე ინტელის მასალებს და მისი დახმარებით მოვახდინე ჩემს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება.
       შევისწავლეთ ცხრილების დახაზვა   და შევება.

суббота, 28 мая 2016 г.

          შევიმუშავე ჩემი პროექტის საკვანძო კითხვები და შევიტანე პროექტის გეგმაში. საგნობრივი სტანდარტები მოვარგე პროექტის გეგმას.შევიმუშავე კონკრეტული პროექტის მიზნები და მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევიმუშავე ჩემი პროექტის საკვანძო კითხვები და შევიტანე პროექტის გეგმა.
          საკმაოდ დატვირტული, ნაყოფიერი   დღე  იყო.

четверг, 26 мая 2016 г.

1 დღეს გავეცანით ინტელის სასწავლო სერიის ძირითადი კურსს, რომელიც  მოიცავს პროექტების სწავლებას. პროექტებით სწავლება კი ორიენტირებულია მოსწავლეებზე. პროექტებით სწავლება კი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს მუშაობის პრინციპებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იგი. გავეცანით კურიკულუმს, ასევე განვსაზღვეთ ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად.

ყოველივე ამან დამაფიქრა ჩემს როლზე ამ სასწავლო კურსის განხორციელებისას -როგორც ტრენერის, ისე მასწავლებლის: როგორ ვითანამშრომლო კოლეგებთან-ტრენერებთან, ასევე მსმენელებსა თუ ჩემი სკოლის მასწავლებლებთან, როგორ შევიმუშაოთ პროექტები ისტ-ს სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით და  როგორ შევიმუშაოთ გაკვეთილები